მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. დასკვნით დღეს გაიმართა გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია და ფესტივალი ოფიციალურად დაიხურა. გამოვლინდა გამარჯვებულები მთის თემატიკის სექციასა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში, ასევე ფესტივალის საუკეთესო ფილმი, რომელსაც გადაეცა გრამპრი.
მესტია რამდენიმე დღის განმავლობაში კინოხელოვნების საერთაშორისო შეხვედრის სივრცედ იქცა, რომელმაც გააერთიანა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული რეჟისორები, პროდიუსერები, კინომცოდნეები და კინოს მოყვარულები. ფესტივალი გიორგი ნავერიანის სახელობის საქველმოქმედო ფონდის პირველი ბენეფიციარია.