კახა კალაძემ ახლად რეაბილიტირებული ალექსიძის ქუჩა დაათვალიერა. საბურთალოს რაიონის გამგეობამ ქუჩის სრული რეაბილიტაცია განახორციელა.
15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ასფალტი, მოეწყო ტროტუარები. ტერიტორიაზე სრულად გამოიცვალა დაზიანებული წყლის მილები და სანიაღვრე ქსელი. პროექტის ღირებულება 3 მილიონამდეა.