"არგონავტების, ოქროს საწმისის და კოლხების ნამდვილი ამბავი" - ასე ჰქვია კინოდოკუმენტალისტი თომა ჩაგელიშვილის ახალ ფილმს, რომლის პრემიერა "რუსთავი 2-ის" ეთერში დღეს შედგება.
წარსული, რომელიც თანამედროვეობაშია მოძიებული - დოკუმენტური ნამუშევარი 3 000 წლის წინანდელ მითს ახლებური ხედვით აცოცხლებს. ფილმზე მუშაობა 3 წელი გაგრძელდა, გადაღებები კი დასავლეთ საქართველოში მიმდინარეობდა. ისტორიული ძეგლების პარალელურად, ავტორი ტრადიციებში, გადმოცემებსა და ფოლკლორში იკვლევს დეტალებს, რომლებიც ლეგენდასა და რეალობას ერთმანეთისგან მიჯნავს.
პრემიერის პარალელურად, ფილმი საფესტივალო ცხოვრებისთვის ემზადება.