"საზოგადოება ივერიისას" ინიციატივით, სპეციალურად დამზადდა ლუსკუმა, რომელშიც წმინდა დავით გარეჯელის მადლის ქვა ჩაბრძანდა. ლუსკუმის ავტორი დავით კაკაბაძე უმცროსია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით, სიწმინდე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.
აღნიშნული ინიციატივა ქართული საზოგადოების მიერ გაღებული შემოწირულობით განხორციელდა.