07 აგვისტო 2026,   14:54
ვრცლად
4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულ პირებს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

დღეს, სავარაუდოდ, ბრალს წაუყენებენ 4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულ პირებს. შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოთხი პირი დააკავა. პასუხისგებაშია მიცემული 11.

დიდი ოდენობით თაღლითობის, თაღლითობაში დახმარების და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, პასუხისგებაში მიეცა შპს "ქროსფოინთის" სახელით სამუშაოების შემსრულებელი ორი პირი, კომპანიის დირექტორი და კონტროლზე პასუხისმგებელი ორი ადამიანი.

ბრალდებულები საგზაო სამუშაოების დროს ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2 მილიონზე მეტ ლარს დაეუფლნენ.

მეორე საქმე ეხება კასპის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღებას. დაკავებულები არიან სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი და ერთი მოქალაქე.

მესამე საქმეზე, რომელიც ყალბი ვალუტის დამზადება-გასაღებას ეხება, ერთი პირი თბილისში აიყვანეს.

თაღლითობის ფაქტზე ასევე დაკავებულია შპს "ნიუ პასაჟის" დირექტორი, პასუხისგებაში მიეცა საზედამხედველო კომპანია "თი აი ჯი ეი აუდიტ-ესკორტის" ორი თანამშრომელი.

დღის ამბები