გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს გზების დეპარტამენტი. ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია გუდაური-ფოსტა–კობის მონაკვეთზე, შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აკრძალულია გაწმენდითი სამუშაოებიც.
რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ყველა ცენტრალურ მაგისტრალზე ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარკვეული სახის მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში.