07 აგვისტო 2026,   18:06
ვრცლად
საქართველოს ნაკრების წევრები ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონები გახდნენ

საქართველოს ნაკრების წევრებ, ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

ინგლისის ქალაქ შეფილდში მიმდინარე შეჯიბრში მოკლე პროგრამის შემდეგ ისინი პირველ ადგილზე იყვნენ. მათ თავისუფალი პროგრამა უმაღლეს დონეზე შეასრულეს და ოქროს მედლებიც მიიღეს.

გარდა ამისა, მამაკაცთა შორის მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულა ნიკა ეგაძემ - თავისუფალი პროგრამით ჩემპიონატზე ის ხვალ წარდგება.

 

დღის ამბები