კვლავ გადაუღებლად თოვს თბილისსა და მის შემოგარენში. შეუჩერებლად მუშაობენ მუნიციპალიტეტის სამსახურებიც. მობილიზებულია 100-ზე მეტი ერთეული ტექნიკა. სისტემატურად იწმინდება გზები, იყრება ტექნიკური მარილი.
გზაზე მიმდინარე სამუშაოებს კოჯორში დღის ბოლოს გაეცნო თბილისის მერი. კახი კალაძე მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
"მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური, "თბილსერვისი", ათივე რაიონის გამგეობა, კონტრაქტორი კომპანიები, ტექნიკით. მობილიზებულია 100-ზე მეტი ერთეული ტექნიკა. ქალაქში ყველა ცენტრალური ქუჩა, გამზირი, მეორეხარისხოვანი გზები, სრულად გაწმენდილია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უპრობლემოდ, შეფერხების გარეშე გადაადგილდება. მინდა, მოვუწოდო მძღოლებს, განსაკუთრებით შემოერთებულ ტერიტორიებზე, თავი შეიკავონ ზამთრის საბურავების გარეშე გადაადგილებისგან", - აცხადებს კახა კალაძე.