სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზრიდან Picot-ს ბავშვთა კვების პარტია ამოიღო. მიზეზი საფრანგეთში ბავშვთა კვების კონკრეტულ ხაზში ტოქსინის აღმოჩენის სავარაუდო ფაქტია.
მიუხედავად იმისა, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ევროკავშირის სწრაფი განგაშის სიგნალი არ მიუღია, უწყებამ და დისტრიბუტორმა კომპანიამ პრევენციული ღონისძიებები უკვე გაატარეს, მწარმოებელი კომპანია კი მისი პროდუქციის კვლევებს გეგმავს.