აპლოდისმენტების ადრესატი ეროვნული სასახლის ახალგაზრდული კაპელა და თბილისის გოგონათა გუნდია. ახალგაზრდა მუსიკოსებმა, კონსერვატორიის მცირე დარბაზში მსმენელისთვის კარგად ნაცნობი კომპოზიციები შეასრულეს.
საგუნდო მუსიკის კონცერტს, კონსერვატორიის სტუდენტებმა უდირიჟორეს. მრავალფეროვანი პროგრამით მსმენელის წინაშე გაცოცხლდა უცხოელი და ქართველი კომპოზიტორების ცნობილი ნაწარმოებები.
უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრის ინიციატივით ეროვნული სასახლის ახალგაზრდული კაპელა დაარსდა. გუნდს ომარ ბურდული ხელმძღვანელობს.
ღონისძიებისთვის მუსიკოსები დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ. რეპეტიციები საკმაოდ დატვირთული იყო, თუმცა, როგორც სტუდენტები ამბობენ, პროცესმა სასიამოვნოდ ჩაიარა.
სტუდენტები ამბობენ, რომ მათთვის ეს საღამო მხოლოდ გამოწვევა და პასუხისმგებლობა არ ყოფილა – ეს იყო შესაძლებლობა, საკუთარი შემოქმედება ფართო აუდიტორიისთვის გაეზიარებინათ. წინა საკონცერტო მზადება და საღამო დასრულდა, თუმცა წინ ახალი გამოწვევებია.