03 აგვისტო 2026,   20:02
ვრცლად
ჩუღურეთის რაიონში ხანძარმა 9 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა - დაზარალებულებთან ქირით გადაყვანის საკითხზე შეხვედრა დღეს შედგება

ძლიერი ხანძარი ჩუღურეთის რაიონში - ცეცხლმა 9 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმყოფებოდნენ რაიონის გამგებელი და გამგეობის თანამშრომლები.

სამი დაზარალებული ოჯახი სასტუმროში გადაიყვანეს, გამგეობის შეთავაზებაზე 6-მა უარი განაცხადა. დაზარალებულებთან ქირით გადაყვანის საკითხზე შეხვედრა დღეს შედგება.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.

დღის ამბები