უცხოური ჩარევების წინააღმდეგ, ევროპის საბჭო ახალ კანონმდებლობაზე მუშაობს. გენერალური მდივნის ინიციატივით, მინისტრთა საბჭომ ანგარიში შეიმუშავა. კანონმდებლობამ უცხოური გავლენები უნდა შეამციროს.
ევროპის საბჭომ წევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, საკუთარი გამოცდილების გაზიარება სთხოვა. ქართულმა მხარემ ორგანიზაციას მოსაზრებები უკვე გაუგზავნა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროსაბჭო ახლა ზუსტად იმავე ნაბიჯებს დგამს, რომელთა გამოც ბრიუსელი საქართველოს ამ დრომდე აკრიტიკებს.