ისტორიული შედეგი და მეოთხე ადგილი ფიგურულ ციგურაობაში. იტალიაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ბრინჯაოს მედლამდე ცოტა დააკლდა.
ყინულზე თავდაპირველად მეტელკინა-ბერულავას წყვილი გავიდა, რომელმაც გულშემატკივარს მაღალი დონის გამოსვლით დაამახსოვრა თავი, ისევე, როგორც ერთეულთა თანრიგში ანასტასია გუბანოვამ.
მამაკაცთა შორის თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა ნიკა ეგაძემ, რომელმაც რამდენიმე შეცდომა დაუშვა და 154 ქულას დასჯერდა. ქართველების მიერ დაგროვილი ჯამური ქულა კი საკმარისი მხოლოდ მეოთხე ადგილისთვის აღმოჩნდა.
2026 წლის ოლიმპიური ჩემპიონობა ამერიკელებმა იზეიმეს, ვერცხლის მედლის მფლობელები იაპონელები გახდნენ, ხოლო ბრინჯაო წილად მასპინძელ იტალიელებს ხვდათ. ქართველებმა კი ფინალურ ეტაპზე ისეთი სიძლიერის ნაკრები ჩამოიტოვეს, როგორიც კანადის გუნდი იყო.
2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში ინდივიდუალური ასპარეზობა იწყება. დღეს, საქართველოს რიტმული ცეკვის მოკლე პროგრამაში, დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი წარადგენს.
ჯამში, რიტმული ცეკვების მოკლე პროგრამაში 23 წყვილი ჩაერთვება. მედლისთვის ბრძოლის შესაძლებლობას 20 წყვილი მიიღებს.