საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა. სახელმწიფო ბრალდებამ ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეზე საგამოძიებო ვადის გახანგრძლივება მოითხოვა.
გადასინჯეს აღკვეთის ღონისძიება. ლილუაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
ლილუაშვილის უფლებადამცველის, რობერტ გრიგალაშვილის თქმით, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის პოზიცია და ის, რომ გამოძიებაზე ხელის შემშლელი გარემოებები არ არსებობს.
"სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის პოზიცია, არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ გამოძიებაზე ხელის შემშლელი გარემოებები არ არსებობს. თვითონ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილიც არის დაინტერესებული გაერკვეს სინამდვილეში, სიმართლეში. მისი პოზიცია იყო ძალიან მოკრძალებული, ძალიან მისაღები იმ ფორმით, რომ მზად არის ნებისმიერ შეკითხვას, რაც გამოძიებას გააჩნია გასცეს პასუხი", - განაცხადა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი 23 დეკემბერს
დააკავეს. მას ბრალი ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.