არსებული ინფორმაციით, ოზურგეთში მამაკაცის მკვლელობა სცადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი, ოზურგეთის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
"რუსთავი 2" დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.