05 აგვისტო 2026,   16:23
ვრცლად
თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებული ელისო კილაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს - პროცესს ესწრება მისი ადვოკატი ვალერი გელბახიანი

საქართველოს პროკურატურამ "ქოლცენტების" მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინა. ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ელისო კილაძე. ახლა მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.

ელისო კილაძის სახლში მივიდა მისი ადვოკატი, ვალერი გელბახიანი, რომელიც ამბობს, რომ სანამ საქმის მასალებს არ გაეცნობა, კომენტარს ვერ გააკეთებს. 

"მე როგორც ვიცი, ქალბატონი ელისოს ძმა არის სახლში. ადვოკატის გარეშე არ უნდა, რომ ჩხრეკა ჩატარდეს, ამიტომ მოვედი ადგილზე, მივიღებ მონაწილეობას და გავიგებ, რას ედავებიან ქალბატონ ელისოს. სანამ არ წავიკითხავ საქმის მასალებს, ვერ გავაკეთებ ვერანაირი კომენტარს", - აცხადებს ვალერი გელბახიანი. 

ავტორი: ნანა გოგატაძე 

დღის ამბები