აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები, - ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი.
საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ უწყება დაიბარეს ირანის ელჩი და მას საპროტესტო ნოტას გადასცემენ. ამასთან, აზერბაიჯანი მოითხოვს, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ მოკლე ვადაში განმარტოს ზემოაღნიშნული საკითხი.
"5 მარტს, დაახლოებით შუადღისას, ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე დრონებით თავდასხმები განხორციელდა. ერთი დრონი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის აეროპორტის ტერმინალის შენობას შეეჯახა, ხოლო მეორე დრონი შეკარაბადის სოფელში სკოლის შენობასთან ახლოს ჩამოვარდა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან განხორციელებულ დრონებით თავდასხმებს, რამაც აეროპორტის შენობა დააზიანა და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განხორციელებული ეს თავდასხმა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და რეგიონში დაძაბულობის გაზრდას ემსახურება. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ მოკლე ვადაში განმარტოს ზემოაღნიშნული საკითხი, მოგვცეს ახსნა-განმარტება და მიიღოს აუცილებელი და სასწრაფო ზომები, რათა თავიდან იყოს აცილებული მსგავსი ინციდენტების განმეორება მომავალში.
აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, მოჯთაბა დერმიჩილუ, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ირანულ მხარეს მკაცრი პროტესტი გამოეცხადება და შესაბამისი საპროტესტო ნოტა წარედგინება," - აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.