05 აგვისტო 2026,   15:57
ვრცლად
ლევან ჯანგველაძის შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე მორიგი პროცესი იმართება - სასამართლო ძმები მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის ეპიზოდზე მსჯელობს

ლევან ჯანგველაძის შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე მორიგი პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო დღეს ძმები მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის ეპიზოდზე მსჯელობს.

სხდომაზე დაცვის მხარის მოწმე, ამავე საქმეზე მსჯავრდებული გელა უძილაური იკითხება.

"მოლოდინი იმისა, რომ გელა უძილაური, დღეს, სიახლესთან ახლოს მყოფ ინფორმაციას გააჟღერებს, არ გვაქვს.

მთელი ამ პროცესების განმავლობაში, გელა უძილაური დაიკითხა მის პროცესზე, გიორგი კაჭკაჭიშვილის და მამუკა ბაღდავაძის პროცესზე და რაიმე სიმართლე რომელიმე ფაქტთან დაკავშირებით, არ განუცხადებია. ბუნებრივია, როდესაც პირველ აპრილს იკითხება სასამართლო პროცესზე დაცვის ინიციატივით, არ გვაქვს არანაირი მოლოდინი, რომ ის რაიმე სიმართლესთან ახლოს ინფორმაციას გააჟღერებს", - აცხადებს საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე.

უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მკვლელობის შემკვეთად კი, საგამოძიებო უწყებამ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაასახელა, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.

 

დღის ამბები