საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დამატებით 30 ოჯახს დაუკანონდა.
თბილისის ათივე რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი კობიაშვილმა გადასცეს.
კახა კალაძის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება. იმ მოქალაქეებს, რომელთაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა ჰქონდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემათ.
მუნიციპალიტეტის მერიაში დაკანონების მსურველთა ასამდე განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე, 3150-მდე ოჯახია დაკმაყოფილებული.