01 აგვისტო 2026,   19:44
ვრცლად
გურიის რეგიონის 25-მდე საჯარო სკოლაში, მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გურიის რეგიონის 25-მდე საჯარო სკოლაში, მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრების ფარგლებში, ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ. გაიმართა ლექცია-სემინარები პლასტმასის მოხმარების შემცირების, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების გზებზე.

დღის ამბები