რომის პაპი ლეო XIV აცხადებს, რომ ირანელი ხალხის მიმართ მუქარები "ნამდვილად მიუღებელია".
ეს განცხადება პაპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "დღეს ღამით, მთელი ცივილიზაცია დაიღუპება" მის მიერ დაწესებული ვადის ამოწურვის მოახლოებასთან ერთად.
"აქ, რა თქმა უნდა, არსებობს საერთაშორისო სამართლის საკითხები, მაგრამ ეს გაცილებით მეტია. ეს არის მორალური საკითხი, მთლიანად ადამიანების კეთილდღეობისთვის," - აღნიშნა რომის პაპმა.
ლეო XIV-მ გაიმეორა აღდგომის დღეებთან დაკავშირებული გზავნილი და მოუწოდა ხალხს: "ყოველთვის ეძიონ მშვიდობა და არა ძალადობა, უარყონ ომი, განსაკუთრებით ისეთი ომი, რომელსაც ბევრი უწოდებს უსამართლოს, რომელიც გრძელდება, ესკალირდება და არაფერს აგვარებს".
მან სთხოვა ხალხს, გაიხსენონ "მიმდინარე ომის მსხვერპლები", მათ შორის ბავშვები, ხანდაზმულები და ავადმყოფები.
რომის პაპმა ასევე აღნიშნა, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.
"ეს ასევე არის სიძულვილის, დაყოფისა და განადგურების ნიშანი, ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ მშვიდობისთვის," - თქვა მან და მოუწოდა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, დაუკავშირდნენ თავიანთ პოლიტიკურ ლიდერებს და წარმომადგენლებს, რათა მოითხოვონ კონფლიქტის დასრულება.