გაეროს წარმომადგენელი ირანში ვიზიტს გეგმავს ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტიერეშის პირადი წარმომადგენლის ირანში ვიზიტი, კონფლიქტის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევის ნაწილია, თუმცა ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გამგზავრება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების ზომებსა და ლოჯისტიკურ საკითხებზე.
გუტიერეშმა კონფლიქტის საკითხებში საკუთარ წარმომადგენლად ჟან არნო გასულ თვეში დანიშნა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს გაემგზავრა.
გაეროს, მისიის ზუსტი მარშრუტის შესახებ დეტალები ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებია.