01 აგვისტო 2026,   19:44
ვრცლად
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ქუთაისის მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ახალი ინოვაციური სივრცე - UniverCity შეიქმნება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ქუთაისის მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისში ახალი ინოვაციური სივრცე - UniverCity შეიქმნება.

ახალი სივრცის კონცეფცია მიზნად ისახავს ქუთაისის, როგორც წამყვანი საუნივერსიტეტო ქალაქის პოპულარიზაციას. UniverCity-ის პროექტი ოთხ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას აერთიანებს. ციფრული უნარების, ხელოვნური ინტელექტისა და STEM სისტემების განვითარებასთან ერთად, აქ აქტიურად წარიმართება კულტურული, სოციალური და შემეცნებითი ღონისძიებები.

დღის ამბები