კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოს ჩატარების გამო, 23 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ელექტროენერგიის აღდგენის გრაფიკი ქუჩების მიხედვით ასეთია:
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II, III, IV, VI კვარტლების, რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), ჯორჯ ბალანჩინის, აკაკი ბელიაშვილის და ნონა გაფრინდაშვილის ქუჩების მოსახლეობას.