03 აგვისტო 2026,   10:57
ვრცლად
აჭარის უმაღლეს საბჭოში, მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი ზურაბ პატარაძის და მთავრობის წევრობის კანდიდატების დამტკიცების პროცედურები დაიწყო - ცოტნე ანანიძემ სულხან თამაზაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა

უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი საკითხი განსახილველად კომიტეტებსა და ფრაქციებს გადაეცათ. 

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი ზურაბ პატარაძე და მის მიერ დასახელებული მინისტრობის კანდიდატები, კანონმდებლების წინაშე სამოქმედო გეგმით წარდგებიან. 

ცოტნე ანანიძემ, საკითხის განხილვამდე, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს რეგიონისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ  გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან პოზიციაზე წარმატებები უსურვა.

დღის ამბები