ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა ეხმაურება. მისი თქმით, ყოფილი და მოქმედი ნაციონალებით დაკომპლექტებული ოპოზიციური გაერთიანება გარე დირექტივების შესაბამისად მოქმედებს.
ირაკლი ზარქუას თქმით, რეგიონებში გამოჩნდა პოლიტიკური კრახი, როდესაც ოპოზიციის ერთმა ნაწილმა დაიწყო შეხვედრები რეგიონებში მოსახლეობასთან, სადაც მხარდაჭერების შეკრება ვერ შეძლეს.
"მორიგი ტრანშით ჩამოვიდა, დაავალეს ამ უსამშობლოებს გაერთიანება, რომელსაც ცოცხალი თავით არ აკეთებდნენ. ჩვეულებრივი აღზევებაა "კარენოი" და ნეო ნაცების გაერთიანების. ლიდერად არ უნდათ "ლუზერი" ბელადი, სამართლიანადაც, ალბათ, და ახლა ჩერგოს სურს, რომ პირველი იყოს. ჩერგოს ავიწყდება, რომ ბოკერიას მეუღლეა. ახლა მოიფიქრეს, როგორ უნდა "გააპრაონ" გრანტი, რომელიც აიღეს. დაიქირავეს დარბაზი, დადგეს 100 სკამი, ისიც ვერ შეავსეს. იმის შევსებაც კი უჭირთ, მიუხედავად იმისა, რომ აქედან ჩაიყვანეს ვიღაცები. სწორია, უნდა დაიმალონ. რა უნდა მოისმინო ნაცმოძრაობისგან, რა უნდა მოისმინო ბოკერიასგან, რა უნდა მოისმინო გვარამიასგან, ქვეყნის რაიმე სასარგებლო წინადადება, არაფერი, ერთმანეთს ატყუებენ და ჩვენც ვერთობით ამით," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.