კრწანისის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა.
ზემო ფონიჭალაში, N20 კორპუსის მიმდებარედ, 1340 კვ.მ ფართობზე მოსასვენებელი სივრცე მოეწყო.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედანს, განთავსდა საბავშვო და მულტიფუნქციური ატრაქციონები, ტერიტორია შემოიღობა დეკორატიული ღობით, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა.
ასევე, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, სკამები და ურნები. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 250 000 ლარზე მეტი გამოიყო.
"კრწანისის რაიონის გამგეობამ 1340 კვ.მ მოაწყო რეკრეაციული სივრცე, მოეწყო სპორტული მოედანი, მოეწყო ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, დაირგო ახალი ხე-მცენარეები. პროექტისთვის გამოყოფილია 250 000 ლარამდე," - აღნიშნა თბილისის კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ.