03 აგვისტო 2026,   20:42
ვრცლად
ორგანოების ბეჭდვა 3D ბიოპრინტერზე - სცენარი, რომელიც ცოტა ხნის წინ წარმოუდგენლად ჟღერდა, დღეს უკვე რეალურ მეცნიერულ მიღწევაა

ორგანოების ბეჭდვა 3D ბიოპრინტერზე - სცენარი, რომელიც ცოტა ხნის წინ წარმოუდგენლად ჟღერდა, დღეს უკვე რეალურ მეცნიერულ მიღწევაა.

სამყარო, სადაც სიცოცხლის გადასარჩენად დონორის ლოდინი აღარ იქნება საჭირო - ეს არის მიზანი, რომლისკენაც მედიცინა ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს. დღეს უკვე შესაძლებელია კანისა და ღვიძლის ქსოვილების ლაბორატორიული ბეჭდვა, მეცნიერები აქტიურად მუშაობენ უფრო რთულ სტრუქტურებზე - ფილტვისა და გულის მოდელებზე.

3D ბიობეჭდვა ნიშნავს, რომ სპეციალური პრინტერი ცოცხალი უჯრედებით ქმნის ქსოვილს - ეს ტექნოლოგია უკვე გამოიყენება წამლების ტესტირებაში და დაავადებების შესასწავლად, სრულფასოვანი ორგანოების კლინიკურ გამოყენებამდე კი არც ისე დიდი დრო დარჩა.

 

ავტორი: ნათია ჩეხერია, გიორგი გუჯაბიძე

დღის ამბები