01 აგვისტო 2026,   20:56
ვრცლად
მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა ბოლნისის თეატრის სცენაზე მაყურებელს სპექტაკლი "ბეთქილი" წარუდგინა

მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა ბოლნისის თეატრის სცენაზე მაყურებელს სპექტაკლი "ბეთქილი" წარუდგინა. სცენაზე გაცოცხლდა სვანური ლეგენდა მონადირე ბეთქილისა და ნადირობის ქალღმერთ დალის შესახებ - ისტორია სიყვარულზე, არჩევანსა და ბედისწერაზე, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

სპექტაკლში წარმოდგენილი იყო სვანური მითოლოგიის გამორჩეული გმირების დრამატული ამბავი. წარმოდგენა "შემოქმედებითი საქართველოსა" და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

დღის ამბები