03 აგვისტო 2026,   20:11
ვრცლად
დანაშაულის 3 ეპიზოდი და 5 დაკავებული - ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ და მოქმედ ძალოვნებს პატიმრობა შეეფარდათ

ყოფილი და მოქმედი ძალოვნები განსასჯელის სკამზე - პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილზე, ჟურნალისტ გურამ როგავასა და აქტივისტ ზვიად მაისაშვილზე განხორციელებული ძალადობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ.

მათგან სამი ყოფილი სპეცრაზმელია, ერთი მოქმედი, კიდევ ერთი კი დაცვის პოლიციის თანამშრომელი. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს პოლიტიკოსს, ჟურნალისტსა და აქტივისტს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ერთ-ერთ ეპიზოდში საქმე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლასაც ეხება.

დაკავებულებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებიან. მათ 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. სახელმწიფო მინისტრად წარდგენის პირველივე დღეს მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ყველა შესაძლო დანაშაულს სამართლებრივი პასუხი გაეცემოდა, რათა რამდენიმე ადამიანის გადაცდომამ არ დააზიანოს ათასობით სამართალდამცველის იმიჯი.

"არ არსებობს არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სპეცრაზმელები კონკრეტული დავალებების საფუძველზე მოქმედებდნენ" - ამბობს სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე.

"ძალის გადამეტების ყველა შემთხვევას მკაცრი პასუხი გაეცემა და სამართალდამცავი სისტემის მიმართ ნდობის შესანარჩუნებლად მსგავსი ფაქტები რეაგირების გარეშე არ დარჩება" - ეს კი პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის სიტყვებია.

დღის ამბები