01 აგვისტო 2026,   18:27
ვრცლად
14 მაისს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება - გადაამოწმეთ მისამართი

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კონკრეტული მისამართების და გრაფიკის შესახებ ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები