28 ნოემბერი 2026,   06:58
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" პასუხი დაუსაბუთებელ გაფრთხილებაზე - ტელეკომპანია ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას უწყების შესაბამის კოლეგიაში ასაჩივრებს

"რუსთავი 2-ის" პასუხი დაუსაბუთებელ გაფრთხილებაზე - ტელეკომპანია ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას უწყების შესაბამის კოლეგიაში ასაჩივრებს.

"რუსთავი 2" მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის დირექტორატის მიერ ჟურნალისტისთვის გაგზავნილი გაფრთხილება არ შეიცავს არგუმენტაციას, თუ რა წესები დაარღვია "რუსთავი 2-ის" კორესპონდენტმა. წერილში, ასევე, არ არის მითითებული იმ პოლიტიკოსის ვინაობა, რომელმაც უკმაყოფილება გამოხატა.

"ევროპარლამენტის დირექტორატის გადაწყვეტილება გაფრთხილების გაცემის შესახებ დაუსაბუთებელია.

ამ გაფრთხილებაში არ არის იდენტიფიცირებული ევროპარლამენტარი, თარიღი, დრო, ადგილი, ქცევა, გაცვლილი სიტყვები, სავარაუდო ვიდეომასალა ან რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ბრალდებას.

ჟურნალისტმა დამატებითი განმარტებითი წერილებით მოითხოვა დეტალები და შენობის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გადახედვა, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღია. ეს უმოქმედობა არ არის ფორმალობა.

როგორც ჩანს, დირექტორატი უცნობი ევროპარლამენტარის საჩივარს და ჭორებს განიხილავს როგორც საბოლოო მტკიცებულებას. დირექტორატის იურიდიული თეორია, როგორც ჩანს, მდგომარეობს იმაში, რომ მედიის წარმომადგენელი არ შეიძლება მიუახლოვდეს ან გადაუღოს ევროპარლამენტარს საჯარო საპარლამენტო ტერიტორიაზე, თუ წინასწარი ნებართვა არ არის მიღებული. სინამდვილეში, ასეთი მოთხოვნა წესებში არ არის გათვალისწინებული. მედია არ კარგავს გაშუქების უფლებას იმის გამო, რომ მისი კითხვები არის მიუღებელი, კრიტიკული ან დასმულია პოლიტიკურ აქტორთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.

თუ ოფიციალური გაფრთხილება ძალაში დარჩება, იგი შექმნის სახიფათო პრეცედენტს: ევროპარლამენტარის საჩივარი მტკიცებულებებისა და მოსმენის გარეშე, შეიძლება გახდეს ევროპარლამენტიდან არასასურველი მედიაგაშუქების გარიყვის ინსტრუმენტი. ეს შეუთავსებელია დემოკრატიულ ინსტიტუტთან, რომელიც ერთგულია გამჭვირვალობის, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის მიმართ.

კვესტორთა კოლეგიას ვთხოვთ, განიხილოს საკითხი თავიდან და არ დაეყრდნოს მხოლოდ დირექტორატის შიდა შეფასებას.

აპელანტები ითხოვენ, დაუყოვნებლივ გაუქმდეს ევროპის პარლამენტის მედიის დირექტორატის 2026 წლის 22 აპრილის ოფიციალური გაფრთხილება, მასში ნახსენებ გაუგებარ დარღვევასთან ერთად," - აღნიშნულია "რუსთავი 2-ის" სარჩელში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია "იმედს" ევროპარლამენტში საქმიანობა 1 წლით აეკრძალა, "რუსთავი 2-სა" და POSTV-ის კი, წერილობით გაფრთხილება გაეგზავნა.

დღის ამბები