საქართველოს საპატრიარქოს ეზოში მანქანა შევარდა.
შემთხვევის შედეგად დაზიანებულია შლაგბაუმი და მოგლეჯილია ჭიშკარი.
თვითმხილველების თქმით, მძღოლი ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.