დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავენ სამეგრელოში. საზეიმო ღონისძიებები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს, მოვლენების მთავარი ეპიცენტრი ზუგდიდი, ფოთი და წალენჯიხაა.
იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, ზუგდიდში დღესასწაულს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და გასართობი პროგრამით ხვდებიან. ცენტრალურ ნაწილში მოწყობილია ეროვნული არქივის უნიკალური გამოფენები.
საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.
"ყველა ერთად აღვნიშნავთ 26 მაისს - დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც ერი და ბერი ერთიანია - ერთად აღვნიშნავთ ამ დღესასწაულს.
ეს დღეს განსაკუთრებულია წალენჯიხაში, რადგან სამხედრო ტექნიკით არის აღჭურვილი დღევანდელი ღონისძიება, რაც მას კიდევ უფრო ლამაზს, სანახაობრივს ხდის. მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მშვიდობა, კეთილდღეობა ვუსურვო", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.