საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიული ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.
ბანკში აცხადებენ, რომ ახალი პლატფორმის განვითარება ეკონომიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გამჭვირვალობისა და მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობების შემდგომ გაუმჯობესებას ემსახურება.