01 აგვისტო 2026,   19:44
ვრცლად
ოპერისა და ბალეტის თეატრში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნება

ხვალ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნება.

კონცერტში დირიჟორ სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდი და საფესტივალო ორკესტრი მიიღებს მონაწილეობას.

პროგრამაში იქნება საგუნდო მუსიკა და გუსტავ მალერის სიმფონია.

დღის ამბები