05 ივნისი 2026,   12:32
ვრცლად
საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 8 ივნისს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს Microsoft Teams-ის პლატფორმის ბმულის საშუალებით.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხივე კომპონენტის - წაკითხულის გააზრების, ანალიტიკური წერის, ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის სპეციფიკას, ტესტირების ფორმატს და შეფასების პრინციპებს გაეცნობიან.

ასევე, განხილული იქნება გამოცდისთვის მომზადებასთან დაკავშირებული პრაქტიკული რეკომენდაციები. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, წერილობით დასვან კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები შესაბამისი მიმართულებების წარმომადგენლებისგან.

შეხვედრას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა, ზოგადი უნარების და სამაგისტრო გამოცდების ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ივანე წერეთელი და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები - თამარ აბაშიძე და რამაზ ლიპარტელიანი გაუძღვებიან.

დღის ამბები