05 ივნისი 2026,   12:59
ვრცლად
რეზოლუციის მხარდაჭერა აჩვენებს, რომ დღის წესრიგში მაღლა დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დევნილების სახლში დაბრუნების საკითხი - შალვა პაპუაშვილი

ინდივიდუალურად, სახელმწიფოების მხრიდან რეზოლუციის მხარდაჭერა აჩვენებს, რომ დღის წესრიგში მაღლა დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დევნილების სახლში დაბრუნების საკითხი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან.

შალვა პაპუაშვილმა შეაფასა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" და აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კარგად იმუშავა.

"მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ კარგად იმუშავა გაეროში, ამ რეზოლუციას ჰყავს უფრო მეტი თანასპონსორი, ვიდრე წინაზე ჰყავდა, ჰყავს 107 მხარდამჭერი. ასევე, მნიშვნელოვანია თავშეკავებულთა რაოდენობის სტაბილურად დატოვება და ის, რომ ეს არ შეიცვალოს უარყოფითისკენ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, თუმცა, სამწუხაროდ, ის იმედები, რაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ ქართველებს ყოველთვის გვქონდა, დღესდღეობით დარტყმის ქვეშ არის, ვინაიდან ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, გაერო ვერ ასრულებს იმ როლს, რომელიც უნდა შეასრულოს საერთაშორისო წესების უზრუნველსაყოფად, კონფლიქტების გადასაწყვეტად. მაგრამ მეორეს მხრივ, ინდივიდუალურად, სახელმწიფოების მხრიდან რეზოლუციის მხარდაჭერა აჩვენებს, რომ დღის წესრიგში მაღლა დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დევნილების სახლში დაბრუნების საკითხი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

დღის ამბები