05 ივნისი 2026,   22:34
ვრცლად
ხვიჩა კვარაცხელიამ ბაჰრეინთან ამხანაგურ შეხვედრაში გოლი გაიტანა

ბაჰრეინთან ამხანაგურ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის 76-ე წუთზე პენალტი გამოიყენა და საქართველოს სასარგებლოდ ანგარიში 2:0 გახდა.

ხვიჩა კვარაცხელიასთვის ეს გოლი ეროვნული გუნდის რიგებში 23-ე იყო. ამ მაჩვენებლით ის გიორგი მიქაუტაძეს გაუთანაბრდა.

საქართველოსა და ბაჰრეინის შეხვედრაში ანგარიში ლუკა ლოჩოშვილმა 52-ე წუთზე გახსნა.

დღის ამბები