07 ივნისი 2026,   11:02
ვრცლად
სომხეთში ერევნის ყოფილი მერი გაგიკ ბეგლარიანი დააკავეს

სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის ცნობით, ერევნის ყოფილი მერი გაგიკ ბეგლარიანი მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. ინფორმაციას "არმენპრესი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბეგლარიანს, რომელიც ერევანს 2009 წლიდან 2010 წლამდე მართავდა და ასევე 2012 წლიდან 2016 წლამდე ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი იყო, ბრალად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ფულის გათეთრება ედება.

სამართალდამცავი უწყების განცხადებით, სასამართლოს ბეგლარიანისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სთხოვა.

დღის ამბები