06 ივნისი 2026,   22:36
ვრცლად
"საქართველოს პოლიტიკა საგარეო კურსის საუკეთესო მოდელია" - მდგრადი განვითარების ფორუმი თბილისში და უცხოელი ექსპერტების გზავნილები ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერესა და მშვიდობაზე

რიჩარდ საკვა თითქმის 50 წელია ბრიტანეთის სამეცნიერო წრეებში საქმიანობს. ათწლეულების განმავლობაში ხელმძღვანელობდა პოლიტიკურ კვლევებს, წერდა წიგნებს და აქვეყნებდა აკადემიურ ნაშრომებს, რაც მას საერთაშორისო ურთიერთობებისა და რუსეთის პოლიტიკის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ექსპერტად აქცევს. კენტის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ემერიტუს-პროფესორი, საქართველოში მდგრადი განვითარების ფორუმზე დასასწრებად ჩამოვიდა. "კურიერთან" საქართველოს მთავრობის პოლიტიკას აფასებს და თანამედროვე საგარეო ურთიერთობების მოდელად მოიხსენიებს.

საქართველოში ჩამოყალიბებული პრაგმატიზმის პოლიტიკა საგარეო კურსის საუკეთესო მოდელია კიდევ ერთი ბრიტანელი დიპლომატისთვის. იან პრაუდი ევრობიუროკრატიის მხრიდან სანქციებით შანტაჟის ფონზე, ყურადღებას ოფიციალური თბილისის იმ საპასუხო პოლიტიკაზე ამახვილებს, რომელიც მომავლის შექმნაზეა ორიენტირებული.

ევროკავშირის ორმაგ სტანდარტზე ამახვილებს ყურადღებას ევროპარლამენტარი რუთ ფირმენიხი. ის აღნიშნავს, რომ დღევანდელ მსოფლიოში საქართველოს მთავარი მიზანი არა რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანება, არამედ ეკონომიკური სიძლიერის მოპოვება უნდა გახდეს.

განმტკიცებული სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ფონზე, განგრძობადი მშვიდობის მნიშვნელობაზე საუბრობენ ჯამელ ჰენრიკსენი და რიჩარდ მირჩინკოვიჩი. მდგრადი განვითარების ფორუმის უცხოელი სტუმრები იმედს გამოთქვამენ, რომ ღონისძიების შედეგები ნაყოფიერი იქნება და საქართველოს კიდევ ერთხელ მომავალ წელს ეწვევიან.

მდგრადი განვითარების ფორუმი თბილისში გუშინ დაიწყო და 6 ივნისს დასრულდება. ღონისძიებამ 20 ქვეყანა და 1000-ზე მეტი მონაწილე გააერთიანა, რომელთა შორისაც მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები, პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები არიან.

დღის ამბები