06 ივნისი 2026,   22:59
ვრცლად
8 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 8 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, ატენის, არეშიძის, დიდიმ მირცხულავას და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვეფხისტყაოსნის, მეფე მირიანის, მელიქ-სურხავის, როსტევანის და ოთხი ათასი მესხის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები