ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაგეგმილი არქიტექტურული კონკურსების შესახებ ღია კარის დღე გაიმართა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა არქიტექტორებსა და საპროექტო კომპანიებს უახლოეს თვეებში დაგეგმილი 30-ზე მეტი კონკურსის დეტალები გააცნო.
პროექტები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ობიექტებს, როგორიცაა ეროვნული სტადიონი, მრავალფუნქციური კომპლექსები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ურბანული განვითარების სივრცეები.