08 ივნისი 2026,   00:25
ვრცლად
საარჩევნო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის წარმოება 59 საქმეზეა დაწყებული - სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი

2026 წლის 7 ივნისის 20:00 საათის მდგომარეობით, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ქვედანაყოფებში საარჩევნო დანაშაულების ფაქტებზე დაწყებულია 59 სისხლისსამართლებრივი წარმოება, მათგან 43 - რეგიონულ საგამოძიებო სამსახურებში, ხოლო 16 - ქალაქ ერევნის საგამოძიებო ქვედანაყოფებში.

ინფორმაციას, სომხური მედია საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით დაწყებულია 9 სისხლისსამართლებრივი წარმოება რაც საარჩევნო ან რეფერენდუმში მონაწილეობის უფლების განხორციელებისთვის, საარჩევნო კომისიების მუშაობისთვის, ან არჩევნებში/რეფერენდუმში მონაწილე პირთა უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც ხმის მიცემას ერთზე მეტჯერ ან სხვა პირის ნაცვლად გულისხმობს, დაწყებულია 30 სისხლისსამართლებრივი წარმოება.

სისხლის სამართლის კოდექსის 215-ე მუხლით რაც კენჭისყრის ფარულობის დარღვევას გულისხმობს, დაწყებულია 17 სისხლისსამართლებრივი წარმოება.

სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით რაც ტერორისტული აქტის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას გულისხმობს 3 სისხლისსამართლებრივი წარმოებაა დაწყებული.
აღნიშნული საქმის ფარგლებში დაკავებულია 9 პირი.

დღის ამბები