სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბოლო საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.
ცესკოს ვებსაიტზე2005 სარჩევნო უბნიდან, 110 საარჩევნო უბნის მონაცემებია წარმოდგენილი. ამჟამად პარლამენტში მყოფი პოლიტიკური ძალები: პარტია "სამოქალაქო შეთანხმება" - ხმების 57.14%, ბლოკი "ძლიერი სომხეთი" - 21.43%, ბლოკი "სომხეთი" - 8.21% და პარტია "აყვავებული სომხეთი" - 5.1%.
დღეს, სომხეთში ,2005 საარჩევნო უბანზე მე-9 მოწვევის ეროვნული კრების არჩევნები ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სომხეთში ამომრჩევლად 2,503,974 ადამიანია რეგისტრირებული.
17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 48.92% შეადგინა. საპარლამენტო არჩევნებისთვის მინიმალური აქტივობის ზღვარი არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ არჩევნები ჩატარებულად ითვლება იმის მიუხედავად, თუ რამდენი მოქალაქე მონაწილეობს არჩევნებში.