სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე, 20:00 საათის მონაცემებით - ხმა 1 476 597 ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო რაოდენობის 58,97%-ს შეადგენს.
ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, ვააგნ ოვაკიმიანმა განაცხადა.
ამომრჩეველთა რეესტრში სულ 2 503 976 ადამიანია რეგისტრირებული.
აღსანიშნავია, რომ წინა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 2021 წლის 20 ივნისს გაიმართა, 20:00 საათისთვის ხმის უფლების მქონე 2 593 572 მოქალაქიდან არჩევნებზე ამომრჩეველთა 49,4% გამოცხადდა, რაც 1 281 174 ადამიანს შეადგენდა.