სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებში ელექტრონული ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინა. როგორც "არმენპრესი" წერს, შედეგები ცესკოს თავმჯდომარემ ვაჰაგნ ჰოვაკიმიანმა წარადგინა.
ელექტრონული ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეთა რაოდენობა 537-ია, რომელთაგან 410-მა მიიღო მონაწილეობა. ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 22-ია.
ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
რეფორმისტული პარტია - 0;
დემოკრატიული პარტია "ყველას წინააღმდეგ" - 5;
ბლოკი "ძლიერი სომხეთი" - 13;
სომხეთის მერიტოკრატიული პარტია - 5;
რეფორმისტული პარტია "ახალი ძალა" - 3;
პარტია "ერთიანობის ფრთები" - 13;
პარტია "აყვავებული სომხეთი" - 5;
პან-სომხური ეროვნულ-დემოკრატიული პოლუსი - 0;
პარტია "კოჩარი: ერის ეროვნული აღორძინება და გამოღვიძება" - 0;
სომხეთის ეროვნული კონგრესის პარტია - 0;
რესპუბლიკური პარტია - 4;
ქრისტიან-დემოკრატიული პარტია - 0;
დემოკრატიული კონსოლიდაციის პარტია - 1;
დემოკრატიის, კანონის, დისციპლინის პარტია - 1;
სამოქალაქო კონტრაქტის პარტია - 330;
სომხეთის ბლოკი - 8;
რესპუბლიკისთვის დემოკრატიის დამცველთა ბლოკი - 0;
განმანათლებლური სომხეთის პარტია - 1.
ხმების განაწილების მონაცემების წარდგენის შემდეგ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ელექტრონული კენჭისყრის შედეგები დაამტკიცა. შეგახსენებთ, სომხეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საზღვარგარეთ და მათი ოჯახის წევრებს აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ არჩევნებში ელექტრონული კენჭისყრის გზით.