08 ივნისი 2026,   00:24
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას ულოცავს. საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ზე მზადყოფნას გამოთქვამს მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

"გულწრფელად ვულოცავ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას. მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის,  ჩვენი ერების საკეთილდღეოდ", - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები