08 ივნისი 2026,   12:31
ვრცლად
სამართლისა და პოლიტიკის ძლიერი სიჯანსაღით, საქართველოს ხელისუფლება გლობალურად 26-ე პოზიციაზეა, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და მაღალ-საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს

მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა, ჩენდლერის ინსტიტუტმა, 2026 წლის კარგი მთავრობის ანგარიშის ფარგლებში, სამართლისა და პოლიტიკის გლობალური რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 68.7% მიიღო, მსოფლიოში 26-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში 18-ე პოზიცია დაიკავა. ამასთან, საქართველო მსოფლიო რეიტინგში მაღალ-საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის პირველი ადგილზე გავიდა.

სამართლისა და პოლიტიკის ძლიერი სიჯანსაღით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 18 სახელმწიფოს: იტალიას, ლატვიას, პორტუგალიას, ესპანეთს, სლოვენიას, კვიპროსს, სლოვაკეთს, ბულგარეთს, მალტას, საბერძნეთს, პოლონეთს, რუმინეთს, ხორვატიას, ალბანეთს, უნგრეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, თურქეთს.
მსოფლიოში სამართლისა და პოლიტიკის სიჯანსაღე შეფასდა 5 კრიტერიუმით: კანონის უზენაესობა; სასამართლო სისტემის ხარისხი; მმართველობის გამჭვირვალობა; მმართველობითი რეგულაციები.

ჩენდლერის ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილია საკითხის ასეთი განმარტება: „ეფექტიანი და თანმიმდევრული კანონები და საჯარო პოლიტიკა აუცილებელია კარგად ფუნქციონირებადი და აყვავებული ქვეყნისთვის. კანონები ადგენენ თამაშის წესებს სოციალური და ეკონომიკური საქმიანობისთვის. თანმიმდევრული, პრინციპული, ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა ინვესტორებისა და საზოგადოების ნდობას ქმნის. კარგ მთავრობებს ახასიათებს ძლიერი პოლიტიკის შემუშავების პროცესები, რომლებიც დაბალანსებული, ინკლუზიური და ეფექტურია“.

სამართლისა და პოლიტიკის სიჯანსაღის შეფასება ეყრდნობა ორგანიზაცია მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, მსოფლიო ბანკის, ორგანიზაცია „ღია საბიუჯეტო პარტნიორობის“ და ამერიკული ორგანიზაცია TRACE International-ის პროექტ „მექრთამეობის რისკის მატრიცის“ თემატურ გამოკვლევებს.

დღის ამბები