09 ივნისი 2026,   14:22
ვრცლად
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა "ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონპროექტს.

პარლამენტის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე, კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ წარადგინა.
კანონის პროექტით ზუსტდება მშენებლობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში მწვანე ნარგავების ჭრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პირობები.

კანონპროექტის თანახმად, ხდება მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მწვანე ნარგავების ჭრასთან დაკავშირებული 25%-იანი შეზღუდვის გაანგარიშების წესის დაზუსტება, მათ შორის, იმ ნარგავების კატეგორიების მკაფიო განსაზღვრა, რომლებიც ექვემდებარება აღნიშნულ შეზღუდვას და იმ ნარგავების გამორიცხვა, რომლებიც თავისი ბიოლოგიური მახასიათებლებისა და ეკოლოგიური ღირებულების გათვალისწინებით არ უნდა იქნას ჩართული აღნიშნულ გაანგარიშებაში.

კანონის პროექტი ასევე ითვალისწინებს დაუმთავრებელი მშენებლობებისა და ავარიული სახლების დასრულება/ჩანაცვლების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მწვანე ნარგავების მოჭრა/გადარგვასთან დაკავშირებით განსხვავებული პირობების დადგენის შესაძლებლობას.

დღის ამბები